საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციით ცნობით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრი ციპი ხოტოველი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას - მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და როცა დამთავრდა ებრაელი ერის ეს უდიდესი ტრაგედია.