21:33
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა
17-09-2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსს" ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ფუზულის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინგლისის 2.7 მილიონი მოქალაქე D ვიტამინ-ს უფასოდ მიიღებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გია ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი სპეკულაციაა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები