პრეზიდენტმა და პრემიერმა მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს" - წერს გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სოციალური ქსელით გაავრცელა სამძიმარი შეერტებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმაც. "ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ" -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.