პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნეს. მათ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ წელს უჩვეულო 26 მაისია ვინაიდან საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.
თავის მხრივ პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა, ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს.