პრეზიდენტი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის "მოითხოვე ქართული" ფარგლებში, აჭარაში რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა ავეჯის მწარმოებელ ქარხანაში სკამი ააწყო, სამკერვალო ფაბრიკაში კი ქალის ტანსაცმელს იარლიყი დაუმაგრა - "დამზადებულია საქართველოში". პრეზიდენტი უცხოელებს საქართველოში წარმოებულს, ქართველებს კი ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პირველი პირი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კამპანიაში გასულ თვეში ჩაერთო.