საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.64 შეწყალებული მსჯავრდებულიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს 41 პატიმარი დატოვებს. 23 შეწყალებულ მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა სასჯელი.