პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა - Palitra News

პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

2018-10-25 13:29:00+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“. შეწყალებულთა შორის ორი ქალია. ასევე, არიან ისეთი მსჯავრდებულებიც, რომლებმაც სასჯელი არასრულწლოვანების დროს ჩაიდინეს.ზვიად ქორიძის განცხადებით, 57 მსჯავრდებულიდან დღესვე საპატიმრო დაწესებულებას 30 მსჯავრდებული დატოვებს, 27 კი საპატიმრო ვადა სხვადასხვა დროით შეუმცირდა. ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისია 22–24 ოქტომბერს მუშაობდა და სულ 575 პირის საქმე განიხილეს. მსჯავრდებულების საქმეებზე დადებითი რეკომენდაციები კი პრეზიდენტს წარუდგინეს. კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის საქმე, ქორიძემ განაცხადა, რომ მისი საქმე ამ კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.