საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით 170 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ. ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ განიხილა 1073 პირის საქმე.