პარლამენტმა "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ პროექტის იმ ვარიანტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მას 97 ხმით დაუჭირეს მხარი. კენჭისყრის ამ შედეგით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოხდა. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დეპუტატები აფასებენ.