მინდია გოგოჭურის ადვოკატი ნიკოლოზ ბიბილაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წაუყენონ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იმ ბრალდებას, რომელიც გოგოჭურს წარედგინება, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება. ადვოკატის თქმით კი მტკიცებულებები და აქტები სხვა რამეზე მეტყველებს. "ვნახოთ, საქმის მასალებში რა მოცემულობა იქნება" - ამბობს ნიკოლოზ ბიბილაშვილი.