პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, მიხეილ თათარიშვილი სასადილოში რამდენიმე პირმა დააკავა. როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ისინი სასადილოში იყვენ, რა დროსაც რამდენიმე პირი ხმაურით შევიდა და ყველა პირს შეუზღუდა გაადაადგილება, ამის შემდეგ კი, მიხეილ თათარიშვილი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, მიხეილ თათარიშვილმა საკუთარი ნებით ამოიტრიალა ჯიბეები და არაფერი ჰქონია კანონსაწინააღმდეგო. მინდია გოგოჭურის თქმით, პირებს, ვინც თათარიშვილი დააკავეს, პოლიციის ამომცნობი ნიშნები არ ჰქონიათ.დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც.