"არა ჩადებას" - ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ. აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ორთაჭალაში შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, დაკავებულების ოჯახის წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები.