პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი არ გაითვალისწინა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართული კონსულტაციების ფარგლებში შედეგი მიღწეულია. ზურაბშვილის შეფასებით, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი რეკომენდაციიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს.