საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია. ამასთან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰესების მშენებლობა სრულ გეოლოგიურ კვლევას, საფრთხეების კომპლექსურ შეფასებასა და საზოგადოების ჩართულობას ეფუძნებოდეს.