საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტებისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.