პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გარდა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიც გაუქმდეს და საერთო ფონდი შეიქმნას.როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, იგი სწორედ საერთო ფონდის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, მთავარია დაკონკრეტდეს იმ ტიპის ხარჯები, რომლის განხორციელების უფლებაც მთავრობას და პრეზიდენტს ამ ფონდიდან ექნებათ. როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.