ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.