პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილოა როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაც. უმცირესობაში აცხადებენ რომ პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, ასევე მედიაზე ზეწოლა. ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მხოლოდ პრობლემების ნაწილი ჩამოთვალა.