დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას მისი ადვოკატი სამართლიანს უწოდებს. როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაგვიანებული, თუმცა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალებით ადვოკატებმა მიმართეს და სალომე ზურაბიშვილთან სხვა პირს არ უშუამდგომლია.
ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.