პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე ვეტოს არგამოყენებას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ამ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა.პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ საკითხზე განხილვების პერიოდში არგუმენტირებული კრიტიკა არ გამოთქმულა და აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც.იგივე პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესაც. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შენიშვნები , თუმცა საკითხი სიღრმისეულად იყო განხილული. როგორც სარჯველაძე განმარტავს, განხილვები სრულფასოვანი დისკუსიის და ანალიზის საფუძველზე წარიმართა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შერიგების კონტექსტში ეს განცხადებები ულტიმატუმს ჰგავს.