უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში სავარაუდოდ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოს წევრები ხუთ საკითხზე იმსჯელებენ - 2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, ქვეყნის "თავდაცვის მზადყოფნისა" და "ეროვნული თავდაცვის გეგმის" პროექტების მნიშვნელოვანი საკითხები.სხდომაზე მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნებიან.