kvirispalitra- ს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვია, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით მიესაჯა. „პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისმაილოვს გათავისულების ვადად 2025 წელი დაუდგინა. იმის გასარკვევად, თუ რა მოტივით მოხდა ისმაილოვის შეწყალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან გადაგვამისამართეს.ზვიად ქორიძემ ლაკონურად განმარტა, რომ "ისმაილოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“, - წერს kvirispalitra.ge.