პრეზიდენტის განცხადებები და პარალელური პიარ კამპანია, რომელიც მან წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კამპანიის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიძლება პრეზიდენტი "რაღაცას გონიერს ამბობს" და მართლაც განსახორციელებელია საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ერთვებიან. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის კამპანია საკუთარი პიარ კამპანიის ნაწილია.