პრეზიდენტის ქალიშვილი: „დაკავება მოხდა რესტორანში, საიდანაც გაათრიეს და ჩატენეს მანქანაში“
პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებს და მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის მიმართ სამართლიან განაჩენს გამოიტანს.როგორც ანა მარგველაშვილმა განაცხადა, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები სრულიად განსხვავებულია პოლიციელების ჩვენებებისგან და ადასტურებს იმას, რომ თათარიშვილი სურამის გზატკეცილზე არ დაუკავებიათ."საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს პოლიციელებისა და იმ პერსონალის ჩვენებები, რომლებიც იმ რესტორანში მუშაობენ, სადაც მიხეილ თათარიშვილი დააკავეს. იმედია, მოსამართლე გაითვალისწინებს და სამართლიან განაჩენს გამოიტანს. განსხვავებულია იმით, რომ რეალურად რესტორნის შიგნით მოხდა დაკავება, გაათრიეს შენობიდან, ჩატენეს მანქანაში და არა ისე, თითქოს სურამის გზატკეცილზე მოხდა მისი აყვანა. ეს არის სისულელე", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.