ქალები რომ თხოვდებიან, კარგია, მაგრამ 5 წლის ბავშვის გათხოვება არ შეიძლება. ჩვენთან დღეს პრეზიდენტის ირიბი არჩევნები ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი გავათხოვოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასასვლელად საქართველო მზად არ არის და მსგავსი მოდელი მისაღებია ისეთ ქვეყნებში, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ძალაუფლების უზურპაცია ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან. ექსპერტის შეფასებით, არ შეიძლება ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ისტიტუტების დაკარგვა, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტია.
იხილეთ:
თუ ხვედელიძეზე თავდასხმა არ გამოიძიეს, ხელისუფლებას "შეეტენება" ყველაფერი - გია ხუხაშვილი