ჰუმანური მიდგომა არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში - პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალების წესი იცვლება. ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები. ცვლილება არ შეეხება, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათ შემოტანა - ტრანზიტიში მსჯავრდებულებს.