საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია, - საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის. ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ქ.თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.