პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა თბილისში, რუსეთის დელეგაცია მიიღოს - Palitra News

პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა თბილისში, რუსეთის დელეგაცია მიიღოს

2020-01-28 20:03:32+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს. პრეზიდენტს დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.