პრეზიდენტის განცხადებას მართლმსაჯულების სტრატეგიის დეტალურად მოხსენებით ვუპასუხებ- ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლო ცდილობს, მართლმსაჯულების დონე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით იყოს ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისი.