საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.
"პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.