"ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში შეიძლება ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს. მდინარაძის ინფორმაციით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.