პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს 12:00 საათზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.