საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც "სისხლის ნაციონლური ბანკის" ორგანიზებით გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სისტემატიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მოქმედი სისხლის ბანკების სხვადასხვა აქციებში, რითიც გამოხატავენ თანადგომას იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და მხარს უჭერენ საზოგადოებაში სისხლის უანგარო დონაციის კულტურის დამკვიდრებას.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, რუსეთიდან და ჩინეთიდან დახმარების მიღება არ ნიშნავს, რომ იტალია საგარეო კურსს შეიცვლის.
"მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხვალ იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო გუშინ", - აღნიშნა კონტემ.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით სარგებლობენ და ცდილობენ ევროპის ქვეყნებზე გავლენა მოიპოვონ. მისივე თქმით, "ოპონენტები" ეცდებიან დაპირისპირების ინიცირებას ნატო-სა და ევროკავშირში.