პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინიშნა კგბ-ს ოფიცერი,-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმიტრი შაშკინმა სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნის შეფასებისას განაცხადა.
შაშკინის თქმით, "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და ეს შვიდი წლის წინ დაიწყო. ამასთან, შაშკინმა აღნიშნა, რომ ლეჟავას დანიშვნის შემდეგ დიდი ექსპერტობა არ სჭიერდება იმას, რომ მიხვდე, რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს საქართველოს პრეზიდენტზე ზეგავლენის მოსახდენად.