საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი "ევროპული საქართველოს" მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით.
როგორც "პალიტრანიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა განუცხადა, გიგი უგულავას შუამდგომლობა მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვადასხხვა ეტაპები უნდა გაიაროს.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.