პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაშვებული თანამშრომლებისთვის გადახდილი კონპენსაცია თითქმის ნახევარი მილიონი დაუჯდა. პრეზიდენტის პრეს სპიკერის განცხადებით 63 თანამშრომელს ჯამში 436 500 ლარი ჩაერიცხა. ხატია მოისწრაფიშვილი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებაზეც საუბრობს და რნიშნავს, რომ ვაკანსიების გამოქვეყნების პროცედურებთან დაკავშირებით ბოლო დეტალები საჯარო ბიუროსთან თანხმდება და გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა რამდენი ვაკანტური ადგილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რა მიმართულებებზე.