პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ნათესავები, ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე, რომლებიც ადმინისტრაციაში დასაქმდნენ, თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის სპესსიპიკერის ინფორმაციით, ამჟამად ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან გასაუბრებებს მოიცავს. ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც გამოიკვეთება ვაკანსიები, რომლებზეც კონკურსები უნდა გამოცხადდეს.შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის კონსულტანტი ნანა კაშია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმრის, ჯანრი კაშიას შვილია. პრეზიდენტის ნათესავია ქეთევან მიქაძეც.