პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი დალაგდებოდა, უკან დაბრუნდებოდა, მისი თქმით, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება იყო.