პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აპროტესტებს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს, რომლის ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ სახელმწიფო მეთაურს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომე აღარ შეუნარჩუნდება. კანონპროექტი პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, პრეზიდენტი ცვლილებებს არ ეთანხმება ვინაიდან ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც წლებია ინსტიტუტის შელახვისა და დაკნინების მიმართულებით ხორციელდება