პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარული ავეჯის შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი. მისივე თქმთ, ორბელიანის სასახლისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ავეჯი შეძენილია მთლიანად საქართველოში, უცხოეთში არანაირი შესყიდვა არ განხორციელებულა, მათ შორის არც საფრანგეთიდან. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შესყიდვაზე სახელმწიფო უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად.