პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ოკუპაციისა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციის მცდელობების პასუხი ერთია - არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას, არასდროს არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს საქართველოს მთლიანობას.