00:50
2 ივლისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრეზიდენტი - ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს - ყველა კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს
22-06-2022

პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს - ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული. ჩემი დღევანდელი სათქმელი ეს არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება რის გამო ვერ მოხერხდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორცილებული ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება.

გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე-144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 322/1-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებას ეხება. მოქმედი წესის მიხედვით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის კოდექსის“ - 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე - 144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე - 226-ე, 230-ე - 232-ე, 234-ე-235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 3221 - 333-ე, 337-ე - 339-ე, 341-ე, 342-ე, 343- ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე - 413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.

ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი და კახა კახიშვილი.

AutoPlay
დმიტრო კულება - რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თავდაცვის სისტემები
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ საჩუქრად სასცენო სამოსი გადასცა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ანა ბუჩუკური - ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა - რა იქნებოდა ჩვენი გუნდის პროპორციული პასუხი იმ პირად შეურაცხყოფაზე, რასაც მასიურად აქვს ადგილი ჩვენი გუნდის და ლიდერის მიმართ
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები