დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში. აღნიშნა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგიტიანთკართან ე.წ. ბორდერიზაციის პროცსი დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყეს. საქართველოს პრეზიდენტი ადგილზე არ ჩასულა, რის გამოც ოპოზიციისა და მესამე სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდა.