საქართველოს პრეზიდენტი თუშეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ავარიის შედეგად დაშავებულებს კი პრეზიდენტი გამოჯანმრთელებას უსურვებს.