საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას საკითხი დააყენა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან. მისი განმარტებით, საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს და არ არის დსთ-ის წევრი ქვეყანა.
პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ საქართველო ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროდან დაიფაროს. პრეზიდენტი ჟენევაში, გაეროს ოფისში იმყოფებოდა.