12:06
28 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება
21-01-2020

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი ქალაქ იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისარელელ კოლეგასთან და ადგილობრივი მთავრობის უმაღლეს პირებთ. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემენ. ჯილდოს, რომელიც მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს: ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს. იერუსალიმსა და თელ-ავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ვიზიტს ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს გახსნის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები