პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძისთვის ბუნდოვანია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება დაკონკრეტდება, თუ რა სახით მიიღებენ მონაწილეობას სახალხო განხილვებში, ამის შემდეგ შეეძლება პარლამენტს პასუხის გაცემა, მიიღებს თუ არა ამ წინადადებას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩართვას აპირებს.
ფრაქცია "ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბუნდოვანია.