საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, გაცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა დაცვისა და გამოძიების ეფექტიან წარმოებას ხელი არ უნდა შეუშალონ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.