საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიტატი, თუმცა ის კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში იმოქმედებს.