საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან, მთავარ პროკურორთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.